ულიმიტო სუპერძალის მქონე ბავშვები

ულიმიტო სუპერძალის მქონე ბავშვები

ულიმიტო სუპერძალის მქონე ბავშვები

Unlimited Psychic Squad

Восхитительные дети: Безграничный: Хёбу Кёске

8.9

ტიპი:
სერიალი
სტატუსი:
გახმოვანებული
სტუდია:
Manglobe
გამოშვების წელი:
2013
ჟანრები:
About DLE
ასაკობრივი შეზღუდვა:
17+
რეჟისორი:
Igarashi Tatsuya
სერიების რაოდენობა:
გამხმოვანებელი:
Nine Salazari

უცვლელ ჭეშმარიტებად ითვლება, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არსებობენ პარანორმალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც. ასეთ ადამიანებს ესპერებს უწოდებენ. ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, ზოგი მათგანი თავის ძალებს სხვების დასახმარებლად იყენებს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მას მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყენებენ და გარშემომყოფებზე არც კი ფიქრობენ. სხვადასხვა ქვეყნის მმართველებს განსხვავებული შესაძლებლობების ესპერების ეგრეთწოდებული შტატები აქვთ. მათი მიზანი ხალხის უფრო ეფექტური მართვა, ამბოხებების ჩახშობა და კრიმინალების დევნაა. ამისათვის იყენებენ როგორც ზრდასრულ ესპერებს, ასევე ნიჭიერ, უნარებით დასაჩუქრებულ ბავშვებს. ასეთ არაჩვეულებრივ ბავშვებს შორისაა კაორუ, აიო და შიხო. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი სიმართლე ერთადერთი და შეუდავებელია. მათ შორის არის თავის არეში დაჭრილი ჯარისკაცი, კიოსუკე ჰიობუ. ის არის მკაცრი მოწინააღმდეგე იმისა, რომ ესპერული ძალები გამოყენებულ იყოს ასეთი გზით. ამ სამყაროს ძლიერებთან საბრძოლველად მან შექმნა სპეციალური ორგანიზაცია, სახელწოდებით "პანდრა". ზუსტად ამ საქმიანობისთვის იგი ძებნილთა სიაში შეიყვანეს, როგორც ტერორისტი. მაგრამ, ესპერებმა მის ინიციატივას სხვანაერად შეხედეს და არა მხოლოდ მოზრდილებმა, არამედ ბავშვებმაც კი უკვე დაიწყეს მის მხარეზე გადასვლა. მას მეტსახელად "ხალხის დამჭერი" შეარქვეს. თავად კიოსუკე კი უბრალოდ ელოდება მისი წითელთმიანი დედოფლის ზრდას და დაჭკვიანებას...

ქრონოლოგია


კომენტარის გასაკეთებლად საჭიროა ავტორიზაცია, თუ არ ხართ ავტორიზებული შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია