მოქმედება ხდება სადღაც 21-ე საუკუნეში. ტოკიოს ერთ-ერთ რაიონში ჩნდება პარალელური სამყაროს კარიბჭე, საიდანაც უცბათვე გამოდის ყველანაერი მონსტრების და არასასიამოვნო არსებების მთელი არმია, რომლებიც სავაჭრო რაიონს სისხლიან ჯოჯოხეთად აქცევენ... იაპონიის თავდაცვის ძალებმა მაშინვე რეაგირება მოახდინა და მთელი ეს ბოროტება ისევ „კარიბჭეში“ შეაგდო. მთავრობა წყვეტს „კარიბჭეში“ გაგზავნოს სპეციალური სადაზვერვო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი არის მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის შეგროვება და მათი კულტურის და გეოგრაფიის გამოკვლევა. ჩვენი გმირი იოჯი იტამი - 33 წლის თავდაცვის ძალების ოფიცერი, რომელიც ასევე ოტაკუა, ამ ოპერაციის მეთაურად ინიშნება. მარა სამყარო „კარიბჭის“ იქეთ არც თუ ისე საშიში აღმოჩნდა და მათი მოსახლეობა საკმაოდ მშვიდი. იოჯი და მისი ჯგუფი აქ მეგობრებსაც პოულობენ: ულამაზეს ელფს, ჯადოქარს და ნახევრად ქალღმერთს. რას გააკეთებს ჩვენი მთავარი გმირი, რომლისთვისაც ეს ახალი სამყარო პირველ რიგში ახალი ცოდნების აღმოჩენის და ახალი მეგობრების გაჩენის შესაძლებლობაა. ამ დროს ჩვენს სამყაროში ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ახალ სამყაროზე ათასნაერ რამეს გეგმავენ. და მათ რათქმაუნდა საერთოდ არ აინტერესებთ მაგ სამყაროელი მაცხოვრებლების ბედი. ნაცნობად ჟღერს არა?
კომენტარის გასაკეთებლად საჭიროა ავტორიზაცია, თუ არ ხართ ავტორიზებული შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია
13/05/2022 | 16:47
ბოლოს ამ საიტზე რო ვიყავი ამ ანიმეს გარდა ორი ქონდათ დაწყილი ერთ თვეზე მეტი გავიდოდა და არაფერი გაუხმოვანებიათ არადა კარგად მიდიოდა სე საიტი
24/04/2022 | 23:38
ბაბუა აპოლონ ტაიმაუტი დზაან ხო არ გაიწელა ? მოენატრა ხალხს შენი ხმა<3
20/04/2022 | 22:52
აპოლონი და როსვაისი სად არიან ან როდის დაბრუნდებიან?
17/04/2022 | 21:29
ეჰ არადა ხალხო გახსოვთ რა აქტიური საიტი იყო რიმურუს ახალი ეპიზოდები რომ იდებოდა მაშინ
21/03/2022 | 17:40
აუ ამ ანიმეს აღარ აგრძელებთ?
17/03/2022 | 11:01
ხო კარგი იქნებოდა კიდევ ერთი ანიმე რომ დაემატებინათ მაგრამ ძაან გადაატვირთული განრიგი ექნებათ